ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

ძუძუს კიბოს უფასო კვლევა ქალბატონებისთვის

ძუძუს კიბოს უფასო კვლევა ქალბატონებისთვის

2014 წლის 30 იანვარს 13:00 საათზე კოსმეტიკურმა კომპანია „ეივონმა“, ფონდმა „ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ“ და მარტინ დ. აბელოფის - კიბოს კვლევის ცენტრმა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში ჟურნალისტებს უმასპინძლა, სადაც მათ წარედგინათ დიაგნოსტიკის - ულტრათანამედროვე ციფრული მამოგრაფიული აპარატი, რომელიც უფასოდ მოემსახურება ქალბატონებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ღონისძიების მიზანი მამოგრაფიული აპარატის პრეზენტაციით პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია იყო.

გუჩი თავხელიძე კოსმეტიკური კომპანია ეივონის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი - კომპანია ეივონმა 2013 წლის აპრილიდან საკუთარ თავზე აიღო სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და აქტიურად და­იწყო ბრძო­ლა ძუ­ძუს კი­ბოს წი­ნა­აღ­მ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ჩვენ გადავდგით პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გლობალური პროგრამის „ერთად ვიბრძოლოთ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ“ ფარგლებში და ფონდ  “ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ“ დახმარებით შევიძინეთ საქართველოში პირველი ულტრანათამედროვე ციფრული მამოგრაფიული აპარატი, რომელიც გადაეცა "მარტინ დ. აბელოფის კიბოს კვლევის ცენტრს" და უკვე 4 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ქალბატონი შეძლებს მიიღოს უფასო სკრინინგული გამოკვლევები არსებულ კლინიკაში.

კომ­პა­ნია ეივო­ნი ამით არ ას­რუ­ლებს საქ­ველ­მოქ­მე­დო ინი­ცი­ა­ტი­ვებს, ის მუდ­მივ რე­ჟიმ­ში გა­აგ­რ­ძე­ლებს, ამ დაავადებასთან ბრძო­ლას  სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

ფონდის “ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ“ დირექტორის ნინო პერტენავას თქმით, ფონდის მთავარი დანიშნულებაა ბიზნესის ხელშეწყობით პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია მოსახლეობაში, კიბოს ნაადრევი გამოვლინება და კვლევა, რათა ეფექტური იყოს მკურნალობა, რაც გვაძლევს კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის საშუალებას და პაციენტის საბოლოო განკურნების მაღალ შანსს.

ირაკ­ლი კოხ­რე­ი­ძე -მარ­ტინ დ. აბე­ლო­ფის -კი­ბოს კვლე­ვის ცენ­ტ­რის მა­მო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი: "ძუძუს კი­ბო აღარ წარ­მო­ად­გენს უკურ­ნე­ბელ სენს თუ მი­სი გა­მოვ­ლე­ნა ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე მოხ­და. სკრი­ნინ­გის პროგ­რა­მე­ბიც სწო­რედ იმის­თ­ვი­საა და­ნერ­გი­ლი მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში, რომ კი­ბოს გა­მომ­წ­ვე­ვი პა­თო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის გა­მოვ­ლე­ნა ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე მოხ­დეს. ად­რე გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი გან­კურ­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბა 100%-მდე იზ­რ­დე­ბა. ამა­ვე დროს, გა­ცი­ლე­ბით მცი­რეა მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბი, ვიდ­რე კი­ბოს შორ­ს­წა­სუ­ლი ფორ­მე­ბის.

საქართველოში ბოლო წლებში სიმსივნით 8 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. უკანასკნელი წლების განმავლობაში კიბოთი დაავადებულ ადამიანთა რაოდენობა 55%–ით გაიზარდა. ქვეყანაში სიკვდილის გამომწვევ დაავადებებს შორის სიმსივნე მეორე ადგილზეა, ხოლო ძუძუს კიბო სიკვდილის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს საქართველოში მცხოვრები ქალებისათვის.

კომპანია ეივონი მსოფლიოს მასშტაბით 1992 წლიდან იბრძვის ძუძუს კიბოს წინააღმდეგ და 58 ქვეყანაში ახდენს ფონდების მოძიებას. შეგროვილი 800 მილიონი ა.შ.შ დოლარით ეივონი მოწინავე კომპანიაა მსოლფიოში იმ კომერციულ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ეწევიან საქველმოქმედო საქმიანობას ამ მიმართულებით.

მარტინ დ. აბელოფის ლაბორატორია – კიბოს კვლევის ცენტრი არსებული უნიკალური მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და პროფესიონალი კადრები სრული ონკოლოგიური სპექტრის მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

"პერიტუს გრუპი" ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ პროექტის პიარ–საკომუნიკაციო კამპანიას ახორციელებს