ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

დუბაის შოფინგ ფესტივალი 2014

დუბაის შოფინგ ფესტივალი შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოვლენად ჩამოყალიბდა. საერთაშორისო ფესტივალი მოიცავს განსაკუთრებულ შეთავაზებებს, ფასდაკლებებს, მოდების ჩვენებებს, გამოფენებს და სპეციალურ ღონისძიებებს მთელი ოჯახისთვის. განსაკუთრებით საინტერესოა დუბაის მსოფლიო თასი, ღონისძიებები გლობალ ვილიჯში და კარნავალი, რომელიც შოუს განმავლობაში დუბაის სხვადასხვა მოლში მთელი ქალაქის მასშტაბით  ორ თებერვლამდე იმართება. 

ავიაკომპანია flydubai-ს ავტორიზებული დისტრიბუტორი კომპანია ვოიაჟერი (კომპანია "დუბაი.ჯი"-მ  სახელი შეიცვალა) მომხმარებლებს მრავალი სახის ტურისტულ პაკეტს სთავაზობს. პაკეტების კატეგორია განსხვავდება მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუმცა მრავალფეროვანი არჩევანიდან გამომდინარე შესაძლებელია, როგორც დაბალ ასევე საშუალო და მაღალბიუჯეტიან ტურისტულ პაკეტების შეძენაც, რომლებიც შოპინგ ფესტივალზეა მორგებული.

მნიშვნელოვანია, რომ 2014 წელს კომპანია მგზავრებს სხვადასხვა სიახლითაც გაანებივრებს. მათ შორის იქნება აქცია "1+1". მომხამრებელს ნებისმიერი სიახლის მიღება flydubai-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ან facebook-ის მეშვეობითაც შეუძლაით, სადაც ყოველდღიურად ვრცელდება ტურისტებისთვის სასარგებლო ინფორმაცია.
ავია ბილეთის მინიმალური ღირებულება 350 ა.შშ დოლარს შეადგენს. სასტუმროების ფასები კი განსხვავდება  რანგისა და თარიღების მიხედვით.

კომპანია ვოიაჟერი ოჯახებისთვის განკუთვნილ ტურებსაც სთავაზობს მომხმარებლებს. საოჯახო ტიპის ოთახებითა თუ აპარტ-სასტუმროების შერწყმით, ბავშვებთან ერთად მოგზაურობა მარტივი და კომფორტული ხდება. კომპანია მგზავრებს გასართობ ადგილებსა და ცენტრებსაც სთავაზობს, სადაც ბავშვებისათვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება დროის გატარება, რაც მათ დასვენებას კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.