ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

ბიზნეს ორგანიზაციები კიბოს წინააღმდეგ ერთიანდებიან

ბიზნეს ორგანიზაციები კიბოს წინააღმდეგ ერთიანდებიან

საქართველოში ფონდმა „ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ“ მუშაობა დაიწყო. ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სიმსივნით დაავადებულ პირთა დახმარებას. ფონდი ონკოლოგიურ დიაგნოსტიკას აფინანსებს, რაც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო დაზღვევის პროგრამებით.
ფონდის მთავარი დანიშნულებაა ბიზნესის ხელშეწყობით პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია მოსახლეობაში, კიბოს ნაადრევი გამოვლინება და კვლევა, რათა ეფექტური იყოს მკურნალობა, რაც გვაძლევს კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის საშუალებას და პაციენტის საბოლოო განკურნების მაღალ შანსს.
ყველა ადამიანს შეუძლია უფასო გამოკვლევების ჩატარება, რომელიც მიმართავს მარტინ. დ. აბელოფის კიბოს კვლევის ცენტრს და თან იქონიებს ექიმის ცნობას და ფორმა „ასს“. ფონდის დაფინანსებით ამჟამად აბელოფის კიბოს კვლევის ცენტრმა 155 ადამიანს 342 კვლევა ჩაუტარა.
პიარ სააგენტო “პერიტუს გრუპი” ფონდის “ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ” პიარ/საკომუნიკაციო კამპანიებს ახორციელებს, რათა საზოგადოება ინფორმირებული იყოს კიბოსთან დაკავშირებული თემების შესახებ.
ბიზნეს კომპანიები, რომლებიც ერთიანდებიან კიბოს დასამარცხებლად:
საზოგადოების წინაშე სოციალურ პასუხისმგებლობას “სილქნეტი“, მორალურ ვალდებულებად მიიჩნევს. კომპანია პრიორიტეტს ანიჭებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას. ვიმედოვნებთ, რომ სწორედ ამ სახის დახმარება ბევრ ადამიანს შეუნარჩუნებს სიცოცხლეს. ამიტომ ვთანამშრომლობთ ფონდთან: „ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ“
ეივონ კოსმეტიკს საქართველომ აიღო საკუთარ თავზე ფონდების შეგროვების პასუხისმგებლობა, რათა ამ მიმართულებით მოძიებული სახსრები მოახმაროს დაავადებასთან ბრძოლას, მთელი საქართველოს მასშტაბით. პირველ ეტაპზე კომპანიამ შეძლო შეეძინა ფონდისთვის „ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ“ მამოგრაფი, რომელიც ათასობით ადამიანს დაეხმარება მიიღოს უფასო დიაგნოსტიკა, რათა ადრეულ ასაკში იქნას აღმოჩენილი და დამარცხებული კიბო.
„ვითიბი ბანკი“ არა ერთ სოციალურად მნიშვნელოვან პროექტს უდგას მხარში. მუდმივ პარტნიორობას უწევს საქველმოქმედო ფონდებს და სოციალურ პროექტებს. ფონდ „ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ“ საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადების პრევენციას ემსახურება. იმედია ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, ფონდი შეძლებს თავისი წვლილი შეიტანოს ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში კიბოს დაავადებასთან.
„პსპ ჯგუფი“-ს მისიაა გავუადვილოთ ადამიანებს ჯანმრთელობაზე ზრუნვა; ამიტომ თითოეული პროექტი, რომელიც ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. ”ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ” კამპანიის პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ ადამიანების გამოჯანმრთელებისთვის ბრძოლაში, რომელთაც საზოგადოების მხარდაჭერა დაავადებასთან ბრძოლაში დამატებით სტიმულს აძლევს.
„ჯიპიაი ჰოლდინგი“, დიდ ყურადღებას ანიჭებს სოციალურ პროექტებს. კიბოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება მისი ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებაა; ეს ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია - ხელი შევუწყოთ ადამიანების ინფორმირების ამაღლებას, რომ თავი დაიცვან 21 საუკუნის სენისგან. სწორედ ამ მიზნით, ჩვენი დაზღვეულებისთვის გავხადეთ კიბოს სკრინინგი აბელოფის კლინიკაში უფასო და მხოლოდ მოხარულები ვართ, რომ ერთობლივად ამ მეტად საჭირბოროტო საქმეს ჩავუყარეთ საფუძველი.

ფონდი „ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ“ მარტინ დ. აბელოფის კიბოს კვლევის ცენტრთან ერთად ფართომაშტაბიან საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს, რათა ხელი შეუწყოთ ბინზეს ორგანიზაციების თანადგომით პრევენციული მედიცინის მხარდაჭერას.