ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

გენდერული სტერეოტიპები კვლავაც ძლიერია საქართველოში

გაეროს განვითარების პროგრამის კვლევის მიხედვით, საზოგადოების დამოკიდებულება გენდერული თანასწორობის მიმართ არ შეცვლილა გასული ხუთი წლის განმავლობაში.

25 ნოემბერი, 2013 - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ შეისწავლა საზოგადოების შეხედულებები კაცისა და ქალის როლზე ოჯახში, ბიზნესსა და პოლიტიკაში. პროექტი განხორციელდა შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. დღეს გაეროს განვითარების პროგრამამ წარუდგინა კვლევის ძირითადი მიგნებები საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო და სამეცნიერო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლებს.