ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

გაეროს კვლევის წარდგენა გენდერულ სტერეოტიპებზე

გაეროს კვლევის წარდგენა გენდერულ სტერეოტიპებზე

25 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისი მერიოტში (მეფე მირიანის დარბაზი)  საქართველოს საზოგადოებაში გენდერული საკითხების მიმართ არსებული დამოკიდებულებების კვლევის წარდგენა გაიმართება. 

პროექტი განხორციელდა გაეროს  განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ ფარგლებში.

საქართველოს მასშტაბით ჩატარებულმა კვლევამ შეისწავლა საზოგადოების შეხედულებები კაცისა და ქალის როლზე ოჯახში, ბიზნესსა და პოლიტიკაში. კვლევა ეყრდნობა 1760 ადამიანის გამოკითხვასა და 16 ფოკუს ჯგუფის შედეგებს.

ღონისძიებას დაესწრებიან:

ნილს სკოტი, გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში

ევა სმედბერგი, შევედეთის საელჩოს მრჩეველი განვითარების საკითხებში

მანანა კობახიძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი / საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე