ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

მასტერკლასი სპეციალურად „პიარ კლუბის“ წევრებისთვის

10 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში სპეციალურად „პიარ კლუბის“ წევრებისთვის გაიმართა ჰოლანდიელი ექსპერტის და ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორის CLARENCE VAN DER PUTTE-ის მასტერკლასი თემაზე: მარკეტინგული კვლევები და პიარი დასავლეთ ევროპაში.

მარკეტინგული კვლევების ექსპერტმა 2 საათიან მასტერკლასი და ვორქშოპი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას მიუძღვნია. სხვადასხვა „ქეისების“ მეშვეობით ექსპერტმა განიხილა გერმანიის, პოლონეთის და შვეიცარიის მაგალითები.

CLARENCE VAN DER PUTTE  არის მარკეტინგული კვლევების კომპანია BAROE-ს დამფუძნებელი, ასევე, ავტორი წინგნებისა მარკეტინგული კვლევები, ბიზნეს ეკონომიკა და პიარი. ამზადებს მასალებს ახალი წიგნისთვის „მომხმარებლის ქცევა“

„პიარ კლუბი“ სხვადასხვა ტრეინინგ-სემინარებს რეგულარულად ატარებს და ზრუნავს წევრების პროფესიულ განვითარებაზე. კლუბის მიზნებია, პროფესიული ინტერესების წარდგენა და დაცვა, სფეროს გაუმჯობესებაზე და პოპულარიზაციაზე ზრუნვა, პიარის განათლების განვითარების ხელშეწყობა, ქცევისა და ეთიკის კოდექსის შექმნა და პიარ პროფესიონალებს შორის სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბება.