ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

გამაგრილებელი სასმელების ფესტივალი

„გაყიდვების მართვის კომპანიისა" და „პერიტუს გრუპის" ორგანიზებით პირველად თბილისში ქართული და იმპორტირებული გამაგრილებელი სასმელების ფესტივალი გაიმართა. 26–27 ივლისს „გუდვილის" საბურთალოს ფილიალში მისულ მომხმარებელს საშუალება ქონდა, ღონისძიებაში მონაწილე ლუდის, ლიმონათის, ნატურალური წვენების, მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია დაეგემოვნებიათ. 

ასევე განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები, რაც მომხმარებელს პროდუქციის შემადგენლობისა და მისი სასარგებლო თვისებების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. მათ შორის, გაიმართა ფლეშმობი, კონკურსები და გათამაშებები, რომელშიც მომხმარებლებმა მონაწილეობა მიიღეს და არაერთი საჩუქრის მფლობელი გახდნენ. გარდა ამისა, მოეწყო კონკურსი ჟურნალისტებისთვის. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის მიზანია საქართველოში წარმოებული თუ იმპორტირებული პროდუქციის პოპულარიზაცია.

გამაგრილებელი სასმელების ფესტივალში მონაწილეობდნენ: "ნატახტარი", "ზედაზენი", "ყაზბეგი", "კასტელი", "კულა", სანდორა", "ლივო", "ჩარგალი", "სნო" და "საირმე".

გამაგრილებელი სასმელების ფესტივალი წელს პირველად გაიმართა და ის ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.