ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

ბარმენთა ასოციაციის ორგანიზებით კოქტეილების ჩემპიონატი გაიმართა

21 ივლისს 17:00  საათზე განახლებულ კლუბ  ქალაქურში პირველად საქართველოში ბარმენთა ასოციაციის  ინიციატივით კონკურსი ჩატარდა  „Georgian cocktail  championship”, სადაც ნაციონალური ალკოჰოლური სასმელების გამოყენებით შეიქმნა და გამოვლინდა გამარჯვებული   კოქტეილები.

შემდგომში ღონისძიება ყოველწლიური ნაციონალური კონკურსის სახეს  მიიღებს.

აღნიშნულ ღონისძიებაში  მონაწილეობა მიიღო 25-მდე ბარმენმა. საპატიო ჟიურის  სტატუსით წარმოდგენილი იქნა  საერთაშორისო ბარმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი ევროპაში, რონ ბუსმანი და სომხეთის ბარმენთა ასოციაციის პრეზიდენტი, ტიგრან ავეტისიანი.

გამარჯვებული კოქტეილები შევა არსებული ქართული კოქტეილების სიაში და  დაინერგება მისი მოხმარება ქართულ კაფე–ბარებში. 

"პერიტუს გრუპ"- მა  ღონისძიებას მედია მხარდაჭერა გაუწია