ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

ქართული კოქტეილების ჩემპიონატი

ქართული კოქტეილების ჩემპიონატი

21 ივლისს 17:00  საათზე განახლებულ კლუბ  ქალაქურში ბარმენთა ასოციაციის  ინიციატივით პირველად საქართველოში   ჩატარდება  კონკურსი „Georgian cocktail  championship”, სადაც ნაციონალური ალკოჰოლური სასმელების გამოყენებით შეიქმნება და გამოვლინდება გამარჯვებული   კოქტეილები.

შემდგომში ღონისძიება ყოველწლიური ნაციონალური კონკურსის სახეს  მიიღებს.

აღნიშნულ ღონისძიებაში  მონაწილეობას მიიღებს 25-მდე ბარმენი. საპატიო ჟიურის  სტატუსით წარმოდგენილი იქნება  საერთაშორისო ბარმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი ევროპაში, რონ ბუსმანი და სომხეთის ბარმენთა ასოციაციის პრეზიდენტი, ტიგრან ავეტისიანი.

გამარჯვებული კოქტეილები შევა არსებული ქართული კოქტეილების სიაში და  დაინერგება მისი მოხმარება ქართულ კაფე–ბარებში. ღონისძიების შემდეგ გაიმართება after party.

"პერიტუს გრუპი"  ღონისძიების მედია მხარდამჭერია.