ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ

ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ

დღეს 17 ივლისს 13:00 საათზე სასტურმო “რადისონი”–ს საკონფერენციო დარბაზში “მარტინ დ. აბელოფის ლაბორატორია – კიბოს კვლევის ცენტრი”–ს და პიარ სააგენტო "პერიტუს გრუპი"–ს ორგანიზებით ფონდის “ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ” პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიების მიზანი დაავადებულთა მხარდაჭერის მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და  ბიზნესის მხარდაჭერის მოპოვება არის.

ღონისძიება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ხუბუამ გახსნა. ღონისძიებას ასამდე სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფონდის “ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ”  დირექტორის ნინო პერტენავას წარდგენა ღონისძიებაზე მოხდა, ხოლო ფონდის პროექტის დირექტორმა ლაშა ღლონტმა ფონდის შესახებ პრეზენტაცია გამართა.  

ფონდი ბიზნესის მხარდაჭერით  დაუცველი ფენების იმ ონკოლოგიურ დიაგნოსტიკას დააფინანსებს, რომელიც არ არის გათვალისწინებული  სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით.

 

მარტინ დ. აბელოფის ლაბორატორია – კიბოს კვლევის ცენტრი არსებული უნიკალური მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და პროფესიონალი კადრები სრული ონკოლოგიური სპექტრის მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

"პერიტუს გრუპი"  ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ პროექტის პიარ–საკომუნიკაციო კამპანიას განახორციელებს.