ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

 ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ

ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ

2013 წლის 17 ივლისს 13:00 საათზე სასტურმო “რადისონი”–ს საკონფერენციო დარბაზში “მარტინ დ. აბელოფის ლაბორატორია – კიბოს კვლევის ცენტრი”–ს ორგანიზებით ფონდის “ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ” პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიების მიზანი დაავადებულთა მხარდაჭერის მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ფონდის შექმნა და  ბიზნესის მხარდაჭერის მოპოვებაა.

ღონისძიებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გახსნის, ღონისძიებას ასორმოცდათამდე სხვადასხვა ბიზნესების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ფონდის “ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ”  დირექტორის წარდგენა ღონისძიებაზე მოხდება, ხოლო ფონდის პროექტის დირექტორი ლაშა ღლონტი ფონდის შესახებ პრეზენტაციას გამართავს.

კიბოს სკრინინგის უფასო სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფზე მოქმედებს და მოსახლეობის დანარჩენი დიდი ნაწილითვის სკრინინგული კვლევები, ასევე სხვადასხვა ტიპის ონკომარკერები, რომელიც პაციენტის დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია ისევ ფასიანი რჩება. ფონდი ბიზნესის მხარდაჭერით სოციალურად დაუცველი ფენების იმ ონკოლოგიურ დიაგნოსტიკას დააფინანსებს, რომელიც არ არის გათვალისწინებული  სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით.

საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში სიმსივნოთ 8 000 ადამიანი გარდაიცვალა ხოლო კიბოთი დაავადებული ადამიანების რიცხვი 55 % გაიზარდა. ჩვენს ქვეყანაში სიმსივნე რიგით მეორე ადგილზეა სიკვდილის გამომწვევ დაავადებათა შორის. კიბოს პრევენცია, პროფილაქტიკა და ადრეული დიაგნოზის დასმა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. დაავადების დროულად დიაგნოსტიკა კი მძიმე შედეგების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

მარტინ დ. აბელოფის ლაბორატორია – კიბოს კვლევის ცენტრი არსებული უნიკალური მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და პროფესიონალი კადრები სრული ონკოლოგიური სპექტრის მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა

"პერიტუს გრუპი" ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ პროექტის პიარ–საკომუნიკაციო კამპანიას განახორციელებს. “პერიტუს გრუპი” სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტოა, რომელიც ხუთი წელია ქართულ ბაზარზე არის წარმოდგენილი და ასამდე წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. პერიტუსის მომსახურება მოიცავს: ბრენდინგის, პიარისა და ღონისძიებების მენეჯმენტს. ინოვაციური მიდგომები, პროფესიონალი გუნდი და ექსპერტთა ათწლიანი გამოცდილება წარმატებული საქმიანობის წინაპირობაა.