ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

თბილისში „ირმას გალერეა" გაიხსნა.

თბილისში ახალი გალერეა „ირმას გალერეა" გაიხსნა. გალერეაში წარმოადგენილია, როგორც ავტორისა და მფლობელის ახალგაზრდა ხელოვანის ირმა კვეზერელის საიუველირო ნამუშევრები, ასევე სხვა ნიჭიერი ქართველი ხელოვნების მიერ შესრულებული ექსპონატები.მიმდინარე კვირიდან დამთვალიერებელს შეუძლია თავად შეაფასოს ტიხრული მინანქრისა და საიუველირო ნაწარმის უნიკალური ნაკეთობები, რომელიც განსაკუთრებული ტექნოლოგიითა და დახვეწილი გემოვნებითაა შესრულებული. „ირმას გალერეაში" სტუმრებს და პროდუქციის შეძენის მსურველებს სისტემატიურად შეეძლებათ ისიმოვნონ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშებით და სურვილის შემთხვევაში შეიძინონ სახელობითი პროდუცია.

ახალი გალერეის მიზანია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართული პროდუქციისა და ნაწარმის პოპულარიზაციას ქართველ და უცხოელ მომხმარებელში, ხოლო "ირმას გალერია" გახდეს ქართველი ხელოვნებისა და თანამდეროვე კულტურის ცენტრი, სადაც ყოველთვის იქნება გამოფენილი ცნობილ ხელოვნათა დახვეწილი და გემოვნებიანი ნამუშევრები.