ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

სტუდენტური კონკურსის “PR ოფესია”

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ეზოში, გაიმართა “პერიტუს გრუპი”-ს სტუდენტური კონკურსის  “PR ოფესია”-ს  დიპლომების გადაცემის და გამარჯვებულების გამოვლენის ცერემონია. კონკურსის მიზანი იყო საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მომავალი სპეციალისტებისთვის პროფესიული უნარ–ჩვევების შეძენა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება აღნიშნულ სფეროში. საკონკურსო დავალებად შერჩეულ იქნა ონლაინ კამპანიის გეგმა კომპანია „ტენტორიუმი“-ს მაგალითზე. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს გადაეცათ პრიზები და სერთიფიკატები. პირველი ადგილი დაიკვა GIPA-ს სტუდენტმა – ქეთი მგელიაშვილმა, მეორე ადგილი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტმა – ნინი გიორგაძემ, მესამე ადგილი GIPA-ს სტუდენტმა – გიორგი დვანაძემ. კომპანია ტენტორიუმმა პირველი ადგილის მფლობელს გადასცა აიპოდ თაჩი, ხოლო კომპანია ბილაინმა 3 საპრიზო ადგილზე გასულ სტუდენტს – მობილური ტელეფონები. საღამო საზეიმო ტორტის გაჭრით და სასიამოვნო მუსიკით დასრულდა.