ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

თბილისის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

თბილისის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

თბილისი, 12-14 აპრილს, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას - "კავკასია 2013"-ს უმასპინძლებს. როგორც "ექსპო ჯორჯიაში" დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებიან არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ უცხოური კომპანიებიც – აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან.
"ტურიზმი ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს გამოფენა მნიშვნელოვანია და ჩვენ მის ჩატარებას მხარს ვუჭერთ. ვიმედოვნებთ, გამოფენაზე წარმოდგენილი ტურისტული კომპანიები მოსახლეობას ბევრ საინტერესო პროდუქტს შესთავაზებენ", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
გამოფენა საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" ორგანიზებითა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. გამოფენის ფარგლებში ხალხური რეწვის ნიმუშებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყობა.