ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

დენის უილკოქსი საქართველოშია

2012 წლის 21 მარტს  ცნობილი პიარსპეციალისტი, დენის უილკოქსი საქართველოს სტუმრობდა. დენის ლ. უილკოქსი არის ავტორი ქართულ ენაზე გამოცემული წიგნის, ,,საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა“, რომელიც მსოფლიოს სამასამდე უნივერსიტეტში ისწავლება.

დოქტორი დენის უილკოქსი – ამერიკის PR საზოგადოების აკრედიტებული წევრი და სან-ხოსეს უნივერსიტეტის პროფესორია. დენის უილკოქსი სამი წიგნის ავტორია. მის მიერ გასულ წელს უკვე მეათედ გამოცემული სახელმძღვანელოთი „საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია და ტაქტიკა“ ამერიკისა და ევროპის 300-მდე უნივერსიტეტში ისწავლება საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხები.