ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

პიარ გეგმის სახელმძღვანელო "ბიბლუსში" გაიყიდება

წიგნი "10 ნაბიჯი პიარ გეგმის შესადგენად "  წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" გაიყიდება.  

წიგნი „10 ნაბიჯი პიარ გეგმის შესადგენად" პრაქტიკული ნაშრომია, რომელიც პიარში მომუშავე სპეციალისტებს დაეხმარება, კომპანიისათვის ეფექტური პიარ გეგმის შემუშავებაში, პიარ გეგმა ხომ კომპანიისათვის წარმატებული იმიჯისა და რეპუტაციის ეფექტურად მართვის წინაპირობაა. წიგნის მცირე მოცულობა და ეფექტური ფორმა ჯიბის წიგნის ფუნქციას შეასრულებს. წიგნი წარმოდგენილი იქნება,  ელექტრონული სახით, პიარ სპეციალისტებს შესაძლებლობა ექნებათ ელექტორნული ვერსია ჩაწერონ აიპედსა და ელექტრონულ რიდერებში.

წიგნში წარმოდგენილია, კომპანიის შესწავლის და მართივს ეფექტური საშუალებები და მეთოდები, ასევე ეფექტური სტრატეგიის დაგეგმვიას და შეფასების სქემები. წიგნის ბოლოს წარმოდგენილი ტესტი პირ სპეციალსიტების უნარებს აფასებს და რეკომედაციებს სთავაზობს მათ.