ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

ტენტორიუმ საქართველო 3 წლისაა

 „ტენტორიუმი“ ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 3 წელს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“-ში მეგობრებთან ერთად აღნიშნავს. პრეზენტაცია 23 მაისს 18:30 საათზე გაიმართება. კომპანია მსოფლიო ბრენდია და მისი სერვის-ცენტრები მსოფლიოს 28 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ტენტორიუმი ფუტკრის უნიკალურ პროდუქტებზე დამზადებული პროდუქციის ფართო ასორტიმენტს აწარმოებს: ჯანმრთელობის, ენერგიისა და სილამაზის ხაზით.წინა წლებთან შედარებით კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელი გაორმაგდა, ხოლო ავტორიზებული მომხმარებლის რიცხვი კი სამიათასს შეადგენს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება „ტენტორიუმის“ განვითარების ეტაპები, 3 წლის მოღვაწეობის შემაჯამებელი ანგარიში და სამომავლო გეგმები. პრეზენტაციას დაესწრებიან ცნობილი ადამიანები, კალათბურთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ირაკლი ტომარაძე, რაგბის ეროვნული ნაკრების ქალთა და კაცთა შვიდკაცას მწვრთნელი პალიკო ჯიმშელაძე, ოფთალმოლოგი ქეთევან მამამთავრიშვილი, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები. ტენტორიუმს” მსოფლიოს მასშტაბით 1000-ზე მეტი სერვისცენტრი აქვს ევროკავშირსა და დსთ-ს ქვეყნებში (გერმანია, იტალია, პორტუგალია, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, ესპანეთი, სერბეთი, სლოვენია და სხვა). 2005 წელს "ტენტორიუმს",  წარმოების უმაღლესი დონისთვის,  "ევროსტანდარტისა" და "აისოს" სერთიფიკატები მიენიჭა, რამაც პროდუქციის უმაღლესი ხარისხი კიდევ ერთხელ დაადასტურა.