ლექცია-სემინარი თემაზე „პიარი და მედიასთან ურთიერთობა“
1 თებერვალს 19:00 საათზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში პიარ კლუბის წევრებისათვის ლექცია-სემინარი თემაზე: „პიარი და მედიასთან ურთიერთობა“გაიმართა. ლექცია "General Motors-ის", "GM Toyota-ს", "New United Motors-ის" და სხვა წარმატებული კომპანიების პიარ კონსულტანტმა, პროფესორმა ტომ კლიპსტაინმა წაიკითხა. შეხვედრის მიზანი გამოცდილების გაზიარება და ინფორმაციის გაცვლა იყო, შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა.