ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

ყატარის ავიახაზების გრანდიოზული აქცია

ყატარის ავიახაზების გრანდიოზული აქცია

1 თებერვალი, 2013 - საქართველოში ერთი წლის ოპერირების იუბილეს აღსანიშნავად, ყატარის ავიახაზები გრანდიოზულ 6-დღიან აქციას იწყებს. როგორც ყატარის ავიახაზებში აცხადებენ, აფრიკის, ინდოეთის, ჩინეთისა და იაპონიის მიმართულებით ბიზნეს კლასის ერთი ბილითის შეძენის შემთხვევაში მყიდველს მეორე ბიზნეს კლასის ბილეთი უფასოდ გადაეცემა. გაყიდვის პერიოდია 2013 წლის 1 თებერვლიდან 6 თებერვლის ჩათვლით, მოგზაურობის პერიოდი კი 2013 წლის 1 თებერვლიდან 31 მარტამდე.
ყატარის ავიახაზებმა, საქართველოში ოპერირება 2012 წლის 1 თებერვლიდან დაიწყო. ავიაკომპანიებისა და აეროპორტების მომსახურების ხარისხის კვლევისა და შეფასების მსოფლიოში აღიარებული ორგანიზაციის SKYTRAX-ის 2012 წლის მონაცემებით, "ყატარის ავიახაზები" მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიის ჯილდოს მფლობელი გახდა.
Qatar Airways დაფრინავს ყოველდღიურად თბილისიდან დოჰას გავლით და მგზავრებს აკავშირებს მსოფლიოს 100 -ზე მეტ მიმართულებასთან.