ძიება საიტზე

სიახლეების გამოწერა

დუბაის შოფინგ ფესტივალი 2013 flydubai- სთან ერთად

2013 წლის დუბაი შოფინგ ფესტივალი გაიმართება 3 იანვრიდან 3 თებერვლამდე.  ფესტივალი წელს უკვე მეთვრამეტედ იმართება და მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული შოპინგ ფესტივალია.ერთი თვის განმავლობაში დუბაი ვიზიტორებს სთავაზობს გრანდიოზულ, 50-90 % ფასდაკლებებს მსოფლიო ბრენდებზე. ქართველი მომხარებლის გაზრდილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, შოპინგ ფესტივალის ფარგლებში dubai.ge-მ დაამატა 2 რეისი - 4 იანვარს და 13 იანავრს. ასევე flydubai-მ და dubai.ge-მ ერთობლივი აქცია დაგეგმა „ბავშვები მოგზაურობენ უფასოდ“.
ფასდაკლებებისა და უამრავი პრიზის გარდა, დუბაი ვიზიტორებს სთავაზობს ასობით სხვადასხვა ივენთს, მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებს, შოუებს, მოდის ჩვენებებს და სხვა უამრავ გასართობ ღონისძიებას. დუბაი შოპინგ ფესტივალი ზრუნავს ყველა ასაკის ვიზიტორზე.